15:25:02     01-03-2018
კობა ნარჩემაშვილი ბორჯომის კრიზისზე: რეცეპტის გამოწერაზე თავს შევიკავებ

"ბორჯომში შექმნილ პოლიტიკური კრიზისი თავად ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა მოაგვაროს", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ნარჩემაშვილმა განაცხადა.
მისი აზრით, ბორჯომის საკრებულოსა და მერიას შორის არსებულ დაპირისპირებაში ცენტრალური ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს.
გუშინ მუნიციპალიტეტის საკრებულოში მომხდარ ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას, კობა ნარჩემაშვილი ამბობს, რომ მსგავსი ფორმა პოლიტიკაში არის სრულიად მიუღებელი და დასაგმობი.
„ვფიქრობ, რომ ცენტრალური ხელისუფლება ნაკლებად უნდა ერეოდეს ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში და ასე ვთქვათ, ამ რეცეპტის გამოწერაზე თავს შევიკავებ. რა უნდა მოხდეს ეს ადგილობრივმა ხელისუფლებამ კარგად იცის. ეს კარგად იცის რაც მთავარია ადგილობრივმა მოსახლეობამ, რომელთაც საკრებულო ასეთი სახით აირჩიეს. ასეთი ფორმები პოლიტიკაში არის სრულიად მიუღებელი და დასაგმობი. მე ამას პირადად კატეგორიულად ვემიჯნები,“-განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.
0