13:30:01     01-03-2018
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნება“ ბორჯომში საბოტაჟს აწყობს და ძალადობს

„ქართული ოცნება“ ბორჯომში საბოტაჟს აწყობს და ძალადობს, - ასე აფასებს ბორჯომში განვითარებულ მოვლენებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია.
მისი თქმით, ბორჯომში გაუგონარ და ძალიან სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე.
„იმ რეგიონში, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები წააგო, ცდილობენ ძალადობით შეცვალონ შედეგი, ხალხის ნება და განცხადებები, რომ იქ არჩევნები უნდა ჩატარდეს, სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ ეს არის პოლიტიკური დღის წესრიგი, პოლიტიკური დაკვეთა. მეორე პრობლემაა მიზეზი - ისინი აჯანყდნენ არა ბორჯომის პრობლემების, არამედ საკუთარი კეთილდღეობის საკითხებზე, იბრძვიან რომ საკუთარი ცხოვრება გაიუმჯობესონ. მესამე პრობლემა არის შსს-ს ქმედება. ეს არ არის დამკვირვებელი უწყება, შსს არ არის „ქართული ოცნების“ ინტერესების დამცველი, შსს ვალდებულია იქ აღკვეთოს ძალადობა, რათა საკრებულო ფუნქციონირებდეს ცივილურად. ეს არ გააკეთა შს სამინისტრომ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ სადაც „ქართულ ოცნებას“ არ გასდის თავისი, ძალადობით შეცვალოს შედეგი", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
0