სუსმა კალაძის გუნდის წევრი ქრთამზე დაიჭირა - ვის დაადებს ხელს გორგაძე, შეწყალების კომისიიდან? სუსმა კალაძის გუნდის წევრი ქრთამზე დაიჭირა - ვის დაადებს ხელს გორგაძე, შეწყალების კომისიიდან? />


  18:18:07     28-02-2018

სუსმა კალაძის გუნდის წევრი ქრთამზე დაიჭირა - ვის დაადებს ხელს გორგაძე, შეწყალების კომისიიდან?

a76522.jpg

თბილისის საკრებულოს წევრი, კრწანისის რაიონიდან და ქართული ოცნებიდან, თემურ გორგაძე დაკავებულია. სპეციალური უსაფრთხოების სამსახურმა გორგაძე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა. 

განცხადებაში აღნიშნულია რომ თემურ გორგაძე, მოქალაქეს, 7 ათასი დოლარის სანაცვლოდ შეწყალების კომისიის გამოყენებით ერთერთი პატიმრის შეწყალებას დაპირდა. 

მან, მოქალაქეს, ქრთამის სახით, წინასწარ 3 500 დოლარი გამოართვა, რა დროსაც სუსმა დეპუტატი ადგილზევე დააკავა.

ვინ არის დაკავებული?

თემურ გორგაძე თბილისის მერის, კახი კალაძეს გუნდის წევრი და დასაყრდენი იყო კრწანისის რაიონში. 

[I=2]გავრცელებული ინფორმაციით, ის ადრე მარიხუანას გასაღებაზეც იყო დაკავებული. თუმცა, ქართულმა ოცნებამ ძველი ცოდვები დაივიწყა და ბატონი თემური, კალაძისა და დეპუტატ ბექა ოდიშარიას გავლენით, თბილისის საკრებულოშიც მოხვდა.

საკრებულოში უკვე აკეთებენ მინიშნებას იმის შესახებ რომ სუსი კალაძის გუნდს დაერია, რათა თბილისის მერს ჭკუა ასწავლოს ზოგიერთი მიმართულებით და მკვეთრად აუხსნას, თუ ვინ არის რეალური მმართველი. 

მართალია, ამაზე ღიად არავინ საუბრობს მმართველი პარტიიდან, თუმცა, ქრთამზე თბილისის მერის გუნდის წევრის დაკავება ნამდვილად არ არის „პატარა ამბავი“.

რას დაწერს გორგაძე?

დიდი ალბათობით, საკრებულოს წევრის მიერ ქრთამის აღება, გორგაძის დაკავებით არ შემოიფარგლება. 

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ბატონი თემური სრულად ითანამშრომლებს გამოძიებასთან, დაკავებების სერიამ შესაძლოა შეწყალების კომისიაში გადაინაცვლოს. 

შესაბამისად, გამორიცხული არაა რომ ბევრი საინტერესო ფაქტი გავიგოთ, მათ შორის იმაზეც, თუ როგორ და რატომ იწყალებს რეციდივისტებს პრეზიდენტი მარგველაშვილი..
0

ავტორი: