10:56:12     30-05-2011
ქათმის ღვიძლი ინდონეზიურად
მასალა:
200 გრამი ქათმის ღვიძლი
2 თავი საშუალო ზომის ხახვი
1 პატარა ღერი წიწაკა
მცენარეული ზეთი
ცოტა შაქარი
მარილი
3-4 სუფრის კოვზი ნაღები
წიწაკის ღერი დავჭრათ და შევურიოთ წვრილად დაჭრილ ხახვს. ეს მასა მსუბუქად მოვხრაკოთ მცენარეულ ზეთში. ქათმის ღვიძლი წვრილად დავჭრათ და შევწვათ მაღალ ცეცხლზე, თან განუწყვეტლივ ვურიოთ. მოვაყაროთ მარილი და პილპილი, დავამატოთ ნაღები და სუფრაზე ბრინჯთან ერთად მივიტანოთ.
0