საქართველოს პრეზიდენტმა 116 მსჯავრდებული შეიწყალა საქართველოს პრეზიდენტმა 116 მსჯავრდებული შეიწყალა />


  12:30:00     28-02-2018

საქართველოს პრეზიდენტმა 116 მსჯავრდებული შეიწყალა

a76490.jpg

საქართველოს პრეზიდენტმა 116 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ ბრიფინგზე განაცხადა. 

ქორიძის თქმით, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების მორიგი აქტი გამოსცა, რომლის თანახმად, 116 მსჯავრდებულიდან საპატიმრო დაწესებულებას დღესვე 73 მსჯავრდებული დატოვებს. 

„73 მსჯავრდებულიდან 4 ქალბატონია. დანარჩენ 43 მსჯავრდებულს საპატიმრო სასჯელი შეუმცირდა სხვადასხვა დოზით. შეწყალების კომისია 19 თებერვლიდან 26 თებერვლის ჩათვლით მუშაობდა და კომისიამ 858 პირის საქმე განიხილა. კომისიის მიერ მიწოდებული რეკომენდაციების საფუძველზე პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება და 116 მსჯავრდებული შეიწყალა“, – განაცხადა ზვიად ქორიძემ. 

0

ავტორი: