პოლონეთში სამართალდამცველებზე თავდასხმის ბრალდებით საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს პოლონეთში სამართალდამცველებზე თავდასხმის ბრალდებით საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს />


  10:03:28     28-02-2018

პოლონეთში სამართალდამცველებზე თავდასხმის ბრალდებით საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს

a76468.jpg

პოლონეთში დაკავებულ ჯგუფს, რომელთა შორისაც საქართველოს მოქალაქეებიც არიან, ბრალად სამართალდამცველებზე თავდასხმა წაუყენეს.

პოლონური მედიის ინფორმაციით, უკრაინის 7, საქართველოს 5 და მოლდოვის ერთ მოქალაქეს პოლონელმა სამართალდამცველებმა რამდენიმე დღის წინ დააკავეს.

მას შემდეგ, რაც აგრესიული ქმედების გამო პოლიციის პატრულმა მათ საბუთების წარდგენა მოთხოვა, აღნიშნულ პირთა ჯგუფი ერთ-ერთ მათგანს თავს დაესხა.

სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღიც გამოიყენეს და 5 თავდამსხმელი ფეხებში დაჭრეს. დაკავებულთაგან ნაწილს 10  წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 0

ავტორი: