15:55:05     27-02-2018
ვანო ზარდიაშვილი ოპოზიციას: თქვენ იმ ხის ნაყოფი ხართ, რომელმაც საერთოდ არ იცის, რა არის სახალხო დამცველი

"თქვენ იმ ხის ნაყოფი ხართ, რომელმაც საერთოდ არ იცის, რა არის სახალხო დამცველი. თუ მაინცდამაინც გინდათ შეგახსენებთ, როგორ ირჩევდით სახალხო დამცველს, რა გარიგებების საფუძველზე და რას ელოდით მისგან".
ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა საპარლამენტო ოპოზიციის წევრებს: ოთარ კახიძეს და სერგო რატიანს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სადაც „2016 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ სახალხო დამცველის ანგარიშზე“ პარლამენტის გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშებს უსმენენ.
ვანო ზარდიაშვილი კონკრეტული შეკითხვების დასმამდე საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან მიერ გაკეთებულ გაცხადებებს გამოეხმაურა.
"ჩვენ ავირჩიეთ ხელისუფლებასთან ყველაზე კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ქალბატონი ნინო ლომჯარია. ჩვენ ამის არ გვეშინია. ჩვენთვის ეს მისაღებია და ეს ჩვენი არჩევანია. თქვენ ზუსტად იმ განსხვავების დანახვა არ გინდათ, თუ რა განსხვავებაა ხელისუფლებებს შორის რომელიც ადამიანის უფლებებთან და კერძო საკუთრებასთან მიმართებაში. თქვენ აწყობთ მასკარადს იმისთვის, რომ რამენაირად გადაფაროთ ეს წინსვლა და წარმატება. როგორც ჩემმა მეგობარმა დათომ იხუმრა, ალიოშა დევდარიანის არქივებში იქექებით, იქნებ რაიმე ხელისუფლებასთან მიმართებაში „შავი ლაქა“ ნახოთ. მაგრამ კარგია, იმუშავეთ, თქვენ ეს კარგად გამოგდით, ჩვენ ამასაც გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენი ხალხისა და ქვეყნის მდგომარეობა კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ“, - მიმართა ზარდიაშვილმა ოთარ კახიძეს და სერგო რატიანს.
ვანო ზარდიაშვილის განცხადებით, ოპონენტებისა და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხირდან კრიტიკის საგანი გახდა მისი განცხადება, როდესაც მან წინა სახალხო დამცველს მიუთითა მის არასწორ საქციელსა თუ ნაბიჯებზე, რომელიც სასამართლოს, მის მოადგილეებსა და ძვირად ღირებული მანქანების შეძენას ეხებოდა.
0