გაეროს გენერალური მდივანი სირიაში ცეცხლის შეწყვეტას კიდევ ერთხელ მოითხოვს გაეროს გენერალური მდივანი სირიაში ცეცხლის შეწყვეტას კიდევ ერთხელ მოითხოვს />


  13:40:14     27-02-2018

გაეროს გენერალური მდივანი სირიაში ცეცხლის შეწყვეტას კიდევ ერთხელ მოითხოვს

a76448.jpg

გაეროს გენერალური მდივანი კიდევ ერთხელ მოითხოვს სირიაში ცეცხლის შეწყვეტას. ანტონიო გუტერეშმა ბოლო 24 საათის განმავლობაში მეორე განცხადება გააკეთა და მხარეებს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის დაუყოვნებლივი შესრულებისკენ მოუწოდა.


გაეროს გენერალური მდივნის ამ განცხადების შემდეგ ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გასცა, რომელიც მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით, ხვალიდან აღმოსავლეთ გუთაშიბრძოლების 4 საათით შეჩერებას ითვალისწინებს.

გუთას ქალაქები კი ამ დრომდე მაინც იბომბება. მსხვერპლი უკვე 541-მდე გაიზარდა, აქედან 30 ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში დაიღუპა. გავრცელებული ცნობით, სამთავრობო ძალებმა ერთ-ერთ დასახლებაში ქიმიური იარაღიც გამოიყენეს. რის შემდეგაც საავადმყოფოში 18 ადამიანი გადაიყვანეს. ერთი ბავშვის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.

0

ავტორი: