13:07:51     27-02-2018
სოფიო კილაძე: ძალიან უცნაურია, დაწყებული ზაფხულიდან ამდენი ხანძარი ქვეყანაში

"ძალიან უცნაურია, დაწყებული ზაფხულიდან ამდენი ხანძარი ქვეყანაში, ძალიან ცუდია".
ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განაცხდა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს დედაქალაქში ბოლო პერიოდში გაჩენილ ხანძრებთან დაკავშირებით კითხვები აქვს.
"ამან მთლიანად ქვეყანას ძალიან დიდი ზიანი მიაყენა. მე მგონია, რომ შეიძლება აქ კითხვის ნიშნები დაისვას, თუმცა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რამდენად იყო ხელოვნურად გაჩენილი თუ არ იყო ხელოვნურად. იმასაც ვერ გამოვრიცხავთ, რომ ხანძარი გაჩნდა,“- განაცხადა სოფო კილაძემ.
0