23:43:54     26-02-2018
მკვლელობის კვალს შლიან - ტატუნაშვილის ცხედარზე მანიპულაციები ხორციელდება

გატაცებული და წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ახლობლებს ამ წუთებში დასავლეთის ცენტრალური მაგისტრალი აქვთ გადაკეტილი. მოძრაობა პარალიზებულია. ტატუნაშვილის მამა შს მინისტრს ხვდება. ის, გახარიასთან შესახვედრად პირდაპირ მაგისტრალიდან წაიყვანეს.
პარალელურად, ცნობილი გახდა რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი მარიონეტულმა რეჟიმმა რუსეთის ფედერაციაში გადააგზავნა, სავარაუდოდ, მასზე მანიპულაციების განხორციელების მიზნით.
[I=2]მარიონეტული რეჟიმი მთელი არსებით ცდილობს დამალოს ტატუნაშვილის ვერაგული მკვლელობა, რაშიც ნებსით თუ უნებლიედ, საქართველოს ხელისუფლების უსუსურობა და პასიურობაც უწყობს ხელს.
მარიონეტული რეჟიმის განცხადებით, ტატუნაშვილი დაკითხვის დროს მილიციელისათვის იარაღის წართმევას შეეცადა, რა დროსაც ძალა გამოიყეს - ის კიბეზე დაგორდა, დაზიანებები მიიღო და გულის უკმარისობით, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
რეალობა კი ასეთია: სამშვიდობო მისიების მონაწილე ჯარისკაცი წამებით მოკლეს. ცნობილია მკვლელობის დამკვეთი და შემსრულებელიც: დამკვეთი ოკუპირებული ახალგორის გამგებელი, ფილიპ ხაჩიროვია, უშუალო შემსრულებელი კი, ლუდვიგ ხაჩიროვი.
ძალოვნების ხარაკირი
მიუხედავად იმისა რომ აშკარაა ქართველი ჯარისკაცის წამებისა და მკვლელობის ფაქტი, ძალოვნების მხრიდან რაიმე სახის კონკრეტული განცხადება არ გაკეთებულა.
არ გაჟღერებულა ოფიციალური ვერსიაც კი, რომელიც ტატუნაშვილის მკვლელობის ირგვლივ გაჩენილ კითხვებზე გასცემდა პასუხს.
უცნობია ისიც, დაიწყო თუ არა, გამოძიება პროკურატურამ და თუ დაიწყო, სისხლის სამართლის რომელი მუხლით.
პროკურატურამ და შს სამინისტრომ საზოგადოებას არც კი განუმარტა ის, თუ რა მოხდა, როდის მოხდა და რატომ მოხდა…
გამონაკლისი იყო სუსის მიერ გავრცელებული მშრალი და მოკლე განცხადება, რომელიც ძირითადად მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობოდა.
მეტიც: შს ახალმა მინისტრმა ვერ მოიცალა იმისათვის რომ მისულიყო მოკლული ჯარისკაცის მამასთან, რომელიც შვილის ცხედრის გადმოსვენების მოთხოვნით მცხეთასთან, მაგისტრალზე იდგა.
სამაგიეროდ, მასთან პოლიცია გაგზავნა და თავისთან დაიბარა...
კვირიკაშვილი ისევ გასულია “მომსახურების არედან”...
როგორც წესი, პრემიერი კვირიკაშვილი, ყველა მნიშვნელოვანი მოვლენისა თუ კრიზისის დროს იმალება და საზოგადოების წინაშე არ ჩნდება.
[I=3]კვირიკაშვილს, საჯაროდ, ჯერ არც კი შეუმჩნევია ის აღმაშფოთებელი ფაქტი, რომელიც ქართველი ჯარისკაცის მოტაცებით დაიწყო, წამებით გაგრძელდა და ბოლოს, მისი მკვლელობით დასრულდა. თუ არ ჩავთვლით აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც აღნიშნულია რომ “უნდა დადგინდეს თუ რა ვითარებაში გარდაიცვალა არჩილ ტატუნაშვილი”.
პრემიერს, რომელმაც ქვეყანა ღრმა პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისში შეიყვანა, როგორც ჩანს, ახლა სხვა პრიორიტეტები აქვს.
კვირიკაშვილი, ძირითადად, თანამდებობის შენარჩუნებითაა დაკავებული, რათა როგორმე შეაჩეროს მისთვის “ძირის გამოთხრა”, რომელიც სავარაუდოდ, არაფორმალური მმართველის თანხმობითა და ქართული ოცნების რამდენიმე გავლენიანი ფიგურის მეცადინეობით სულ რამდენიმე კვირის წინ დაიწყო.
0