22:05:49     26-02-2018
არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებს და ახლობლებს დასავლეთ საქართველოს ცენტრალური მაგისტრალი ორივე მხრიდან გადაკეტილი აქვთ

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები საპროტესტო აქციას მცხეთასთან აგრძელებენ. მათ დასავლეთ საქართველოს ცენტრალური მაგისტრალი ორივე მხრიდან გადაკეტილი აქვთ.
ტატუნაშვილის ახლობლები ოკუპირებული ცხინვალიდან გარდაცვლილის ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოსვენებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ტატუნაშვილის მამის გადაწყვეტილებას ელოდებიან, რის შემდეგაც გადაწყვეტენ, დაიშალონ თუ აქცია გააგრძელონ.
ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ცხედარი ტატუნაშვილის ოჯახს მას შემდეგ გადაეცემა, რაც რუსეთის ფედერაციის ტერიტოერიაზე ექსპერტიზა ჩაუტარდება.
0