ბუტა რობაქიძის მამა ოქრუაშვილს: იარაღი რომ მქონდეს, გესროდი! ბუტა რობაქიძის მამა ოქრუაშვილს: იარაღი რომ მქონდეს, გესროდი! />


  13:29:48     26-02-2018

ბუტა რობაქიძის მამა ოქრუაშვილს: იარაღი რომ მქონდეს, გესროდი!

a76396.jpg

"ახლა რომ მქონდეს იარაღი, პირდაპირ გესროდი", - ასე მიმართა გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემირაკლი ოქრუაშვილს საქალაქო სასამართლოში.

ყოფილი მინისტრის დაკითხვის შემდეგ ოქრუაშვილსა და რობაქიძეს შორის სასამართლოს ეზოში სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

"შენ და მიხეილ სააკაშვილი ერთი გუნდი იყავით. პატრულის სახის შენარჩუნებაზე „იჩალიჩეთ“ ყველამ. ნახევარი თქვენს ხელში არის დანიშნული, რამდენი ადამიანი უნდა მოკლან? იმდენი ადამიანი გააუბედურეს, შენც მოსაკლავი იქნები“, - მიმართა სოსო რობაქიძემ ირაკლი ოქრუაშვილს.

ოქრუაშვილმა რობაქიძის შეკითხვას შემდეგნაირად უპასუხა:

„სოსო, შვილი დაგეღუპა. შენ კონკრეტული ადამიანი იცი, ვის გამოც შვილი დაგეღუპა, მოგცემ იარაღს და მოსთხოვე პასუხი“, - უპასუხა ირაკლი ოქრუაშვილმა რობაქიძეს.

ამის შემდეგ რობაქიძემ ირაკლი ოქრუაშვილს მიმართა რეპლიკით:

„შენ ვერც ოპოზიციაში იქნები და ვერც მთავრობაში, სანამ მე ცოცხალი ვარ. ახლა რომ მქონდეს იარაღი, პირდაპირ გესროდი“, - განაცხადა რობაქიძემ.
0

ავტორი: