კახა კალაძე: დედაქალაქში ფასადებზე ქართული ენის გამოყენებას დიდ ყურადღებას მივაქცევთ კახა კალაძე: დედაქალაქში ფასადებზე ქართული ენის გამოყენებას დიდ ყურადღებას მივაქცევთ />


  12:04:09     26-02-2018

კახა კალაძე: დედაქალაქში ფასადებზე ქართული ენის გამოყენებას დიდ ყურადღებას მივაქცევთ

a76394.jpg

დედაქალაქში ფასადებზე ქართული ენის გამოყენებას დიდ ყურადღებას მივაქცევთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომელიც ახვლედიანის ქუჩაზე იმყოფებოდა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, უკვე მისცა შესაბამისი დავალება ზედამხედველობის სამსახურს.

„ფასადებზე ქართული წარწერების გამოუყენებლობა სერიოზული პრობლემაა, რომელსაც დღეს ვაწყდებით დედაქალაქში. მე ამაზე წინასაარჩევნოდაც ვსაუბრობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ ძალიან დიდ ყურადღებას მივაქცევთ, ძალიან მკაცრები ვიქნებით. დღეს დავავალე ზედამხედველობის სამსახურს, რომ დაიწყოს მითითებები, მისცენ გონივრული ვადა შენობების მესაკუთრეს, რომ წარწერები ქართულად გაკეთდეს. 

ჩვენ არავის არ ვეწინააღმდეგებით, არავის ვერჩით, ყველას აქვს საშუალება, ჩამოვიდეს ჩვენს ქვეყანაში, განახორციელოს ბიზნესი, კანონის ფარგლებში, მაგრამ ქართულ ენას უნდა ვცეთ პატივი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ყველაფერი არის კანონდებლობით განსაზღვრული და საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი რეგულაციებიც დაწესდება.

„თუ დამატებითი რეგულაციები იქნება საჭირო, აუცილებლად მივმართავთ საკრებულოს, პარლამენტს, რადგან არ დავუშვებთ, რაც ბოლო თვეების, ბოლო წლების განმავლობაში ხდება დედაქალაქში. ჩვენ საკუთარ ენას უნდა ვცეთ პატივი“, - განაცხადა კალაძემ. 0

ავტორი: