11:18:31     26-02-2018
ესპანეთში თაღლითობის, ძარცვისა და ყაჩაღობის ბრალდებით ქართველი ქალი დააკავეს
ესპანეთში თაღლითობის, ძარცვის და ყაჩაღობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე ქალი და სამი ესპანელი მამაკაცი დააკავეს, - ამის შესახებ კატალონიის ეროვნული პოლიცია იუწყება.
მათი ინფორმაციით, სახლებში შესაღწევად დაკავებული პირები თავს გაზის კომპანიის თანამშრომლებად ასაღებდნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის მსხვერპლნი ხდებოდნენ ასაკოვანი, მარტოხელა, ხშირად ალცჰეიმერით ან პარკინსონით დაავადებული პირები.
საქართველოს მოქალაქე ქალი სატელეფონო ოპერატორის როლს ასრულებდა, ურეკავდა მსხვერპლს და თითქოსდა გაზის კომპანიის თანამშრომლების მისვლის შესახებ ატყობინებდა.
0