სირიის აღმოსავლეთ რეგიონში დაბომბვები კვლავ გრძელდება სირიის აღმოსავლეთ რეგიონში დაბომბვები კვლავ გრძელდება />


  10:40:57     26-02-2018

სირიის აღმოსავლეთ რეგიონში დაბომბვები კვლავ გრძელდება

a76385.jpg

სირიის აღმოსავლეთ რეგიონში დაბომბვები გრძელდება. გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ რეზოლუციის მიღებიდან რამდენიმე საათში, სირიის სამთავრობო ძალებმა გუთას რეგიონში სახმელეთო ოპერაცია დაიწყეს.

ორგანიზაცია "სირიულ-ამერიკული სამედიცინო საზოგადოების" ცნობით, რომლის თანამშრომლები აღმოსავლეთ გუთაში მუშაობენ, ერთ-ერთ საავადმყოფოში 14-დან 16-მდე ადამიანი შეიყვანეს. პაციენტებს ქიმიური ნივთიერებით, კერძოდ, კი ქლორით მოწამვლის სიმპტომები აღენიშნებოდათ.

გერმანიისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა კი სატელეფონო საუბარში ვლადიმერ პუტინს მოუწოდეს სირიის ხელისუფლებაზე გავლენა მოახდინოს და 30 დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ რეზოლუციის შესრულება აიძულოს.

0

ავტორი: