16:58:19     23-02-2018
პარლამენტის სესიაზე, მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, დეპუტატებმა იკამათეს

"ევროპული საქართველოს“ ინიციატივას, შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც აფგან მუხთარლის საქმეზე იმუშავებს, პარლამენტის სესიაზე განიხილავენ.
ელენე ხოშტარიამ სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ ისაუბრა კომისიის შექმნის აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ ეს არის კარგი საშუალება თუნდაც იმისთვის, რომ ხელისუფლებამ დაამტკიცოს მისი უდანაშაულობა ამ საქმეში.
ელენე ხოშტარიას გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილი.
„ძალიან საყვარლად კი მოჰყევით ამ ჟურნალისტთან დაკავშირებით თურმე პურის საყიდლად მიდიოდა, კაცმა რა დააშავა?! ასე პურის საყიდლად მიდიოდნენ და დროის სატარებლად თავის შეყვარებულებთან ის ახალგაზრდა ბიჭები იქ რომ ჩახოცეთ ქუჩებში. და სადაც ხელი მიგიწვდათ. მაგრამ თქვენ არავითარი კომისიის შექმნა არ მოგინდომებიათ მაშინ. ახლა ეს მუხთარლი, რომელიც ათას საშინელ განცხადებებს აკეთებს ჩემი ქვეყნის და ჩემი სახელმწიფოს წინააღმდეგ და მისი მეუღლე, რატომ უნდა ვენდო მე მის სიტყვებს და არ ვენდო ჩემ გამოძიებას , ჩემ კოლეგებს და რატომ უნდა გენდოთ თქვენ,“-განაცხდა ზაზა პაპუაშვილმა.
ზაზა პაპუაშვილს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ უპასუხა.
მისი აზრით, მმართველი გუნდი ხელს აფარებს მთავრობის მიერ ჩადენილ დანაშაულს.
„მათ არ უნდათ გამოძიებული იქნას ეს საქმე ვინაიდან იციან რომ რეალურად ამაში დამნაშავე არის საქართველოს ხელისუფლება,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.
0