15:35:22     23-02-2018
თურქეთში ქართველი ემიგრანტი ქალი მოკლეს
სტამბოლში, ქართველი ემიგრანტი 50 წლის მაია ძიძიგური, სახლში შვილის მეგობარმა იპოვა გარდაცვლილი.
მას შვილი სამი დღის განმავლობაში ეძებდა, რის შემდეგაც დასახმარებლად მეგობარს დაუკავშირდა. სწორედ ამის შემდეგ ნახა ქალბატონის ნახევრად შიშველი ცხედარი. ადგილზე საგამოძიებო ჯგუფები მუშაობდნენ.
ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული, მკვლელობის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.
0