გიგა ბოკერია უმრავლესობას: ბიუროკრატიული სტრუქტურების შექმნით ვითარება გაუმჯობესდა? გიგა ბოკერია უმრავლესობას: ბიუროკრატიული სტრუქტურების შექმნით ვითარება გაუმჯობესდა? />


  16:35:18     22-02-2018

გიგა ბოკერია უმრავლესობას: ბიუროკრატიული სტრუქტურების შექმნით ვითარება გაუმჯობესდა?

a76308.jpg

"თქვენ რა მოდელსაც გვთავაზობთ არის ის, იყოს ბევრი წესი, რომელიც ყველას ფეხებზე ჰკიდია - ასეთ შემთხვევაში, იქმნება ბევრი ბიუროკრატიული სტრუქტურა, ხოლო ქრთამის ფასი იწევს და არაფერი იცვლება." -

ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ევროპული საქართველოს" ერთერთმა ლიდერმა  გიგა ბოკერიამ “შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას განაცხადა.

გიგია ბოკერიამ უმრავლესობის მისამართით განაცხადა, რომ დაუჯერონ საკუთარ მოქალაქეებს და არა ბიუროკრატებს“.

“მოდი, კანონში ჩავწეროთ ბევრი სრული სისულელე, რომ საწარმოს ჰყავდეს ექიმი. ეს ხალხი შემდეგ ჩვეულებრივ ქრთამს აიღებს და არაფერი შეიცვლება. თქვენს მიერ ბიუროკრატიული სტრუქტურების შექმნით ვითარება გაუმჯობესდა? პირიქით, ვითარება დამძიმდა! ჩვენ გთავაზობთ, რომ ყველა დამსაქმებელმა იცოდეს, რომ თუ მის გამო ადამიანი დაზიანდება, ამაზე პასუხისგება მოუწევს - ზოგს სისხლის სამართლებრივად, ხოლო კომპანიებს - ფინანსურად. ასეთ შემთხვევაში, ყოველგვარი ბიუროკრატიული პირობების გარეშე, რეალურად იზრუნებენ, რომ შრომის კარგი პირობები ჰქონდეთ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. 0

ავტორი: