16:16:40     22-02-2018
"კვირიკაშვილი უნდა გადადგეს"

ქვეყანაში, სადაც ჟურნალისტებს იტაცებენ, ხოლო ხელისუფლება თავისუფალ მედიაზე ზეწოლას ახორციელებს და კორუფცია სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, უნდა დადგეს თუ არა, განსაკუთრებული უფლებების და ძალაუფლების მქონე პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი?
ამ თემასთან დაკავშირებით, „პრესა.ჯი“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს თინათინ ბოკუჩავას ესაუბრა.
- როგორ ფიქრობთ, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, უნდა დატოვოს თუ არა, თანამდებობა პრემიერმა კვირიკაშვილმა?
თინათინ ბოკუჩავა: აუცილებლად უნდა დადგეს პრემიერ-მინისტრის გადაყენების საკითხი, მაგრამ ჩვენ გვაქვს სიტუაცია, სადაც მინისტრი არ არის ანგარიშვალდებული ხალხის ან პარლამენტის მიმართ, როგორც უნდა ხდებოდეს დემოკრატიულ სახელმწიფოში.
- თუ არა ხალხის, აბა ვის წინაშეა კვირიკაშვილი ანგარიშვალდებული?
- კვირიკაშვილი არის ანგარიშვალდებული ერთი ოლიგარქის მიმართ, იმიტომ რომ, სწორედ ის წყვეტს, ვინ იქნება ფორმალურად, ამა თუ იმ თანამდებობაზე.
[I=2]ღარიბაშვილი უკვე სამი საათის მოხსნილი იყო თანამდებობიდან მაშინ, როცა მან გადაყენების შესახებ შეიტყო, ამიტომ, ფორმალური ანგარიშვალდებულების მექანიზმები მთლიანად მორღვეულია ქვეყანაში.
ვინ უნდა იყოს ციხეში და ვინ არა, ივანიშვილის შვილის ფეისბუქ-სტატუსიდან გამომდინარე წყდება ჩვენს ქვეყანაში.
რომელი თავშესაფრის მაძიებელი ჟურნალისტი დატოვონ თბილისში და რომელი - გაიტაცონ, რომელი მისი პოლიტიკური ოპონენტი დადიოდეს ქუჩაში და შეეძლოს პოლიტიკური საქმიანობის წარმოება და რომელი - არა, რომელი სატელევიზიო არხი ფუნქციონირებდეს და რომელი - არა, რომელს ჰქონდეს საკუთარი არჩეული სარედაქციო პოლიტიკა და რომელი არ უნდა არსებობდეს საერთოდ, ეს ყველაფერი ივანიშვილზეა დამოკიდებული.
- ბოლო დღეებში ცნობილი გახდა ვიცე-პრემიერების სავარაუდო ზეწოლის შესახებ თავისუფალ მედიაზე...
- გავიგეთ, თუ როგორ ემუქრებოდა ჯეჯელავა ტვ პირველის მფლობელს. თურმე, ხელისუფლება ფიქრობს, „ავადმყოფობის რეჟიმში“ დატოვოს ტვ პირველი თუ ახლავე გაანადგუროს ის.
ასეთი ტიპის ოლიგარქიული მმართველობის არაჯანსაღი და არადემოკრატული მოცემულება გვაქვს ჩვენ ამ ქვეყანაში.
0