სალომე სამადაშვილი: Amnesty International-ის ანგარიში არის საგანგაშო სალომე სამადაშვილი: Amnesty International-ის ანგარიში არის საგანგაშო />


  14:59:10     22-02-2018

სალომე სამადაშვილი: Amnesty International-ის ანგარიში არის საგანგაშო

a76300.jpg

"Amnesty International-ის ანგარიში არის საგანგაშო, რადგან, მსგავსი ანგარიშები ”საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას ანადგურებს", - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომელიც სახელმწიფოსგან მყისიერ რეაგირებას და შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრას მოითხოვს.

„ანგარიში არის საგანგაშო. ვხედავთ, რომ საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია ყოველღიურად ნადგურდება. საქართველო, რომელიც უნდა იყოს რეგიონში დემოკრატიის სამაგალითო ქვეყანა, დღითიდღე ემსგავსება პოსტსაბჭოთა სივრცის მორიგ ქვეყანას, სადაც სახელმწიფო ფეხქვეშ თელავს ადამიანის უფლებებს. სამწუხაროდ, მსგავსი ანგარიში ბევრ პრობლემას შეუქმნის ქვეყნის ევროპულ დღის წესრიგს და ურთიერთობებს ნატოსთან. შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით მყისიერი რეაგირება მოახდინოს მსგავს ანგარიშებზე. ამიტომ, მოველით შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრთან, სადაც მოვისმენთ, უცხოელი ჟურნალისტის(აფგან მუხთარლის) გატაცების საქმეზე და სხვა პრობლემებზე რა ღონისძიებებს ატარებენ შესაბამისი უწყებები“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

"საქართველოს ხელისუფლებამ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა ვერ უზრუნველყო და ადამიანის უფლებების დარღვევებისათვის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა დაუსჯელობა შენარჩუნდა", - ამის შესახებ ადამიანის უფლებების შესახებ Amnesty International-ის ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშში მოხვდა „ბირჟა მაფიის“, 2016 წლის 8 აგვისტოს დასავლეთ საქართველოს სოფელ დაფნარში 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობის და სხვა საქმეები. 0

ავტორი: