უბედურ შემთხვევას პერუში 22 ადამიანი ემსხვერპლა. ავტობუსი, რომლიც მაღალმთიან რეგიონში გადაადგილდებოდა, ხევში გადავარდა. დაშავებულია 20-ზე მეტი ადამიანი. თვითმხილველთა ინფორმაციით, მანქანის მძოლს საჭესთან ჩაეძინა.
სულ ავტობუსში 45 მგზავრი იმყოფებოდა. ადგილზე სამაშველო სამსახურები იყო მობილიზებული. ადგილობრივი ხელისუფლება სამძებრო ოპერაციის დასრულების შემდეგ დაღუპულთა რაოდენობის გაზრდას არ გამორიცხავს.
0