მომღერალი ლიზა ბაგრატიონი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურშია დაბარებული მომღერალი ლიზა ბაგრატიონი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურშია დაბარებული />


  10:43:23     22-02-2018

მომღერალი ლიზა ბაგრატიონი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურშია დაბარებული

a76280.jpg

მომღერალი ლიზა ბაგრატიონი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურშია დაბარებული. ლიზა ბაგრატიონი საგამოძიებო სამსახურში დღეს, 14:30 საათზე უნდა მივიდეს.

კომპანიის ინფორმაციით, 7 თებერვალს კომპანია „ბადაგონში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა, რაც „გრაკორო თრეიდინგ ლიმითედის“ საჩივრის საფუძველზე მოხდა.

საჩივრის მიხედვით, კომპანიის დაქირავებულმა დირექტორმა „ბადაგონის“ ერთადერთი ინვესტორის და 100%-იანი წილის მფლობელის ვლადიმერ ჯანჯღავას ქონება მიისაკუთრა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში საქმეზე გამოძიება 18 იანვარს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

0

ავტორი: