10:30:55     22-02-2018
„მუხთარლის საქმეზე გამოძიების მიერ რაიმე არსებითი შედეგის მიღწევის შესახებ ცნობილი არ არის“

აფგან მუხთარლის ბრალდებების შესწავლის მიზნით გამოძიება დაიწყო, გამოძიების მიერ რაიმე არსებითი შედეგის მიღწევის შესახებ ცნობილი არ არის, - ამის შესახებ ნათქვამია Amnesty International-ის ანგარიშში, რომლის ერთ-ერთი ნაწილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეს ეხება.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, 29 მაისს აზერბაიჯანელი საგამოძიებო ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც პოლიტიკურ დევნას თავს საქართველოში აფარებდა, თბილისიდან გაუჩინარდა. მეორე დღეს მისი აზერბაიჯანში დაკავების შესახებ გახდა ცნობილი.
„მუხთარლის მიმართ წაყენებული ცრუ ბრალდებით, აზერბაიჯანის პროკურატურა მას საზღვრის უკანონოდ კვეთასა და კონტრაბანდული ფულის გადატანაში ედავება. მუხთარლიმ საკუთარ ადვოკატს განუცხადა, რომ ის გაიტაცა და საზღვარი გადააკვეთინა ქართულად მოსაუბრე რამდენიმე მამაკაცმა, რომელთა შორის ზოგს საქართველოს კრიმინალური პოლიციის უნიფორმა ეცვა. ხელისუფლებამ საქმეში ქართველი სამართალდამცავების ჩართულობა უარყო, თუმცა მუხთარლის ბრალდებების შესწავლის მიზნით გამოძიება დაიწყო. გამოძიების მიერ რაიმე არსებითი შედეგის მიღწევის შესახებ ცნობილი არ არის. წლის ბოლოსთვის, მუხთარლი აზერბაიჯანში პატიმრობაში რჩებოდა“, - ნათქვამია Amnesty International-ის ანგარიშში.
0