მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში შესვლა 2021 წლამდე აეკრძალა მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში შესვლა 2021 წლამდე აეკრძალა />


  09:56:44     22-02-2018

მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში შესვლა 2021 წლამდე აეკრძალა

a76273.jpg

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში შესვლა 2021 წლამდე აუკრძალა, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ საუბრისას განაცხადა.

„უკრაინის ტერიტორიაზე შემოსვლის აკრძალვა მიხეილ სააკაშვილს 2021 წლამდე დაუწესდა“, - აღნიშნა ჩერნოლუცკიმ. 

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარე ამგვარ გადაწყვეტილებას არაკანონიერად მიიჩნევს და გაასაჩივრებს.

0

ავტორი: