16:20:21     21-02-2018
ენძელა მაჭავარიანი ანა ნაცვლიშვილის წინააღმდეგ

"ამ წუთას მიაყენეთ შეურაცხყოფა იმ ტელევიზიებს, რომლებიც მთლიანად გამეცადინებული არიან რეკლამაზე. ანუ რა გინდათ თქვათ, რომ ის კერძო ტელევიზიები, რომლებიც ნადირობენ რეკლამაზე, საზოგადოების აზრს არ გამოხატავენ?" , - ასე მიმართა “ქართული ოცნების“ წევრმა ენძელა მაჭავარიანმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, ანა ნაცვლიშვილს, რომელიც პარლამენტში ”მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტზე ვეტოს წარადგენს.
"თქვენ ბრძანეთ, რომ თუ საზოგადოებრივ მაუწყებელს ჩვენ მივცემთ იმის საშუალებას, რომ მოიპოვოს კერძო რეკლამები, ეს მას შეუშლის ხელს, რომ შეასრულოს ფუნქცია და მოქალაქეების ინტერესი, რაც მისი მთავარი ფუნქციაა ვერ გაითვალისწინოს, ანუ გადაერთოს იმაზე, რომ შექმნას ისეთი პროდუქცია, რომელიც მოიზიდავს რეკლამას და არ იქნება ორიენტირებული საზოგადოებაზე. მე ვფიქრობ, რომ თქვენ ამით, ამ წუთას მიაყენეთ შეურაცხყოფა იმ ტელევიზიებს, რომლებიც მთლიანად გამეცადინებული არიან ამ რეკლამაზე. ანუ რა გინდათ თქვათ, რომ ის კერძო ტელევიზიები, რომლებიც ნადირობენ რეკლამაზე, საზოგადოების აზრს არ გამოხატავენ? მაშინ მედიაპლურალიზმს როგორ შექმნიან, ან როგორ გავიგოთ თქვენი ნათქვამი, თუ მარტო საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის არის ეს ხელის შემშლელი და არა კერძო ტელევიზიებისთვის. საწყისი კაპიტალი კერძო ტელევიზიებს შეიძლება იმაზე მეტი ჰქონდეს, ვიდრე საზმაუს აქვს დღეს და ჰყავდეს უფრო მდიდარი პატრონიც. ჩვენ ვიცით, რომ ასეთი ტელევიზიები იყო საქართველოს სატელევიზიო სივრცეში. როგორ გავიგოთ თქვენი ნათქვამი?” - განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა.
"როგორ წარმოგვიდგენია, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" გააშუქოს დამოუკიდებლად და სიღრმისეულად მაგალითად კონკრეტულ საწარმოში, შრომითი უფლებების დარღვევის საკითხები, თუკი მან იცის, რომ ამ საწარმოს, მისთვის მოაქვს მნიშვნელოვანი თანხები რეკლამის განთავსების სახით".
ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა, პარლამენტში, „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ ცვლილებებზე, პრეზიდენტის ვეტოს წარდგენისას განაცხადა.
ანა ნაცვლიშვილმა იმ ბუნდოვანებებზე ისაუბრა, რომელსაც კანონპროექტი, მაუწყებლისთვის სარეკლამო ბაზარზე შესვლის უფლების მინიჭებით იქმნება.
0