10:40:02     21-02-2018
პარლამენტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით მიღებულ კანონპროექტზე ვეტოს განხილვას დღეს გეგმავს

პარლამენტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით მიღებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვას დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გეგმავს.
როგორც ცნობილია, საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული პროექტის გაზიარებას არ აპირებს და ვეტოს დაძლევისათვის ემზადება.
პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს, 12:00 საათზე დაიწყება.