11:24:09     28-05-2011
კანადელი სამხედროები ლიბიაში რჩებიან
საფრანგეთის ქალაქ დოვილში, დიდი რვიანის სამიტის დასრულების შემდეგ, კანადის პრემიერ-მინისტრმა სტივენ ჰარპერმა ტელეკომპანია სი-ბი-ეს-ისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ კანადურ კონტიგენტს ლიბიის სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობის ვადა გაუგრძელდება.
როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის მარტში, კანადის პარლამენტმა ლიბიის წინააღმდეგ წარმოებულ ოპერაციაში საკუთარ სამხედროებს მონაწილეობის ნება სამი თვით დართო. ლიბიის სანაპიროსაკენ ერთი კანადური ფრეგატი და ექვსი მოიერიშე იქნა გაგზავნილი. მაშინ მინისტრთა კაბინეტის მეთაურმა განაცხადა, რომ ამ საკითხში პარლამენტარების და პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის იმედი აქვს.
უფრო ადრე კი, კანადის თავდაცვის მინისტრმა პიტერ მაკკეიმ აღნიშნა, რომ კანადა ამ ოპერაციაში დამატებით ძალების ჩართვას და საკუთარი როლის გაზრდას აღარ აპირებს.
0