შვედეთმა ამერიკული ვერტმფრენები იყიდა შვედეთმა ამერიკული ვერტმფრენები იყიდა />


  11:23:06     28-05-2011

შვედეთმა ამერიკული ვერტმფრენები იყიდა

a6385.jpg

ამერიკულმა კომპანია Sikorsky - მ, ამერიკის შეერთებული შტატების არმიასთან 15 მრავალმიზნობრივი ვერტმფრენის, UH-60M Black Hawk - ის შვედეთისთვის მიწოდების შესახებ კონტრაქტი გააფორმა. გარიგების საფასურმა 207,1 მილიონი დოლარი შეადგინა. შეთანხმების თანახმად, ყველა ვერტფრენი ქვეყანას 2012 წლის ბოლომდე გადაეცემა. შვედეთი პირველი ევროპული სახელმწიფო გახდა, რომელმაც ამ ტიპის ვერტმფრენები შეისყიდა.

 

შვედეთის თავდაცვის სამინისტრომ საბოლოო გადაწყვეტილება საფრენი საშუალებების ყიდვის შესახებ 2011 წლის აპრილის დასაწყისში მიიღო. სახელმწიფოს თავდაცვის ბიუჯეტიდან, სპეციალურად ამ გარიგებისთვის, 755 მილიონი დოლარი გამოიყო. ამ თანხაში შედის მანქანების ტექნიკური მომსახურება 2020 წლამდე და პილოტების მომზადება.

 

UH-60M -ს საათში 310 კილომეტრის განვითარება შეუძლია, მისი საბრძოლო რადიუსი კი 590 კილომეტრს შეადგენს. ვერტმფრენი შეიარაღებულია ორი, 7,62 მილიმეტრიანი ან 12,7 მილიმეტრიანი ზარბაზნით, ასევე მართვადი და არამართვადი რაკეტებით.

0

ავტორი: