15:49:23     20-02-2018
დავით სუჯაშვილი: რა თქმა უნდა, რუსეთი წარმოადგენს საფრთხეს

„რუსეთს აქვს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები, რა თქმა უნდა, რუსეთი წარმოადგენს საფრთხეს“, - ამის შესახებ სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა დავით სუჯაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე მოსმენის შემდეგ განუცხადა.
„დაზვერვის სამსახურმა წარმოადგინა საინფორმაციო ბრიფინგი, რომელიც მოიცავდა დაზვერვის სამსახურის ხედვას საერთაშორისო სივრცეში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. თუ შეიძლება მე დაგისვმათ კითხვას - საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, როგორ ფიქრობთ, საიდან მოდის მთავარი საფრთხე?“ - მიმართა მან მედიის წარმომადგენლებს.
კითხვაზე, დაასახელა თუ არა ქვეყანა, საიდანაც ეს საფრთხე მოდის, დავით სუჯაშვილმა განაცხადა, რომ საუბარი ზოგადად შეეხო ბევრ ქვეყანას და იმ ქვეყნებს, საიდანაც მოდის საფრთხე.
რაც შეეხება იმას, არის თუ არა რუსეთი მთავარი საფრთხე, დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, რუსეთს აქვს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები.
კითხვაზე - ეთანხმება თუ არა ის განცხადებას, რომ მთავარი საფრთხე არის თურქეთი, დავით სუჯაშვილის განცხადებით, თურქეთი არის საქართველოს პარტნიორი ქვეყანა.
0