„ირაკლი კობახიძე აფორმებს ყველანაირ პოლიტიკურ დაკვეთას, რომელსაც ივანიშვილისგან იღებს“ „ირაკლი კობახიძე აფორმებს ყველანაირ პოლიტიკურ დაკვეთას, რომელსაც ივანიშვილისგან იღებს“ />


  15:33:52     20-02-2018

„ირაკლი კობახიძე აფორმებს ყველანაირ პოლიტიკურ დაკვეთას, რომელსაც ივანიშვილისგან იღებს“

a76228.jpg

დღეს, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების, საგარეო ურთიერთობათა და დიასპორის საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე, დეპუტატებმა დახურულ კარგს მიღმა სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლებს მოუსმინეს.

Presa.ge საპარლამენტო მოძრაობა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ სალომე სამადაშვილს ესაუბრა: 

- დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა,  რა დაასახელა ქვეყნის მთავარ საფრთხედ და რამდენად იყო თქვენთვის მისაღები ის ინფორმაცია, რაც მოისმინეთ?

- არ ვარ უფლებამოსილი ვისაუბრო დეტალებზე, თუმცა, შემიძლია ჩემი შეფასება გაგიზიაროთ. შეხვედრა იყო სასარგებლო იმის მოსასმენად, თუ როგორ აფასებს დაზვერვის სამსახური დღეს ქვეყნის წინაშე მდგარ  ამოცანებს, მაგრამ პირველ რიგში აუცილებელია, უახლოეს დღეებში პარლამენტში მოვიწვიოთ ის თანამდებობის პირები, ვინც პასუხისმგებელი არიან ამ საფრთხეების განეიტრალებაზე. თუ ჩვენ რეალურად ვაპირებთ, რომ პარლამენტში ვიმსჯელოთ ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ, პარლამენტში უნდა მობრძანდეს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია. მინდა დღეს გავაჟღერო, რომ პარლამენტმა მინისტრი უახლეს დღეებში მოიწვიოს, სრული და ამომწურავი ანგარიშის ჩასაბარებლად. გვაინტერესებს, რას აკეთებს მისი უწყება, რომ დაუპირისპირდეს იმ უმძიმეს გამოწვევებს, რომელიც დღეს დგას ქვეყნის წინაშე.

- რატომ მოითხოვეთ დღეს, დავით სუჯაშვილისგან მოსმენილი ინფორმაციის მოსმენის შემდეგ გიორგი გვახარიას პარლამენტში მოსვლა. ჩათვალეთ რომ გამოწვევები არსებობს და ამაზე არ ხდება სათანადო რეაგირება?

- ამ შეხვედრაზე დღეს ვერ მოვისმინე მთავარი, რაც მაინტერესებდა. ეს გახლავთ ის, თუ როგორ უმკლავდება  სახელმწიფო გამოწვევებს, რომელი ქვეყნის წინაშე  არსებობს. იმისთვის, რომ ჩვენ ეს გავიგოთ, პარლამენტში უნდა მოვისმინოთ სხვა უწყებების ხელმძღვანელთა პოზიცია, მათ შორის, პირველ რიგში შს მინისტრის, ასევე სუს-ის დ სხვა უწყებების. მე პირადად, მოსმენას შს მინისტრის ანგარიშით დავიწყებდი, რადგან აშკარაა, რომ მთელი რიგი შეკითხვებია დაგროვილი. მიუხედავად იმისა, დღეს წარმოდგენილი უწყება როგორ აფასებს საფრთხეებს , ხელისუფლებას და სხვა უწყებებს არა აქვთ სურვილი, ან შესაძლებლობა, გაანეიტრალონ ეს საფრთხეები დროულად ჩვენი  მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე.

- რას საფრთხეებს გულისხმობთ, შეგიძლიათ რომ დააკონკრეტოთ?

- სხვა დეტალებს არ მინდა საუბარი, რადგან სხდომა იყო დახურული და არ ვარ უფლებამოსილი, გაგიზიაროთ სხვა დეტალები.  

- მედიოარგანიზაციებმა დღეს განცხადება გაავრცელეს, სადაც  ნათქვამია, რომ მათთვის შეურაცხმყოფელია ტერმინოლოგია, რომელიც ირაკლის კობახიძემ  მათი მისამართით გამოიყენა. ირაკლი კობახიძემ მათ უწოდა ანგაჟირებული, მართული პირები და ა.შ. თქვენ როგორ აფასებთ ამ დამოკიდებულებას?

- ვფიქრობ, დღეს მმართველი გუნდის გარდა, საზოგადოებაში ყველასთვის ნათელია ერთი რამ: ქვეყანაში მიმდინარეობს პროცესი, რომელიც დასრულდება იმით, რომ ამ ქვეყანაში თავისუფალი და დამოუკიდებელი მასმედიის საშუალებები აღარ იარსებებენ. სამწუხაროა, მაგრამ მოსალოდნელია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც აფორმებს ყველანაირ პოლიტიკურ დაკვეთას, რომელსაც ბიძინა ივანიშვილისგან იღებს , დღეს მსგავს განცხადებებს აკეთებს. კარგია, რომ საზოგადოება ნათლად ხედავს „ქართული ოცნების“ რეალურ სახეს, რომ დღეს ის თავისუფალი მასმედიის საშუალებების შეზღუდვის დაკვეთას აფორმებს. 0

ავტორი: