15:14:24     20-02-2018
ევროპაში წითელას გავრცელების შემთხვევები რეკორდულად გაიზარდა
ევროპაში წითელას გავრცელების შემთხვევები გაიზარდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, 2017 წელს დაავადების შემთხვევები 400%-ით გაიზარდა, ამასთან 20 000-მდე ადამიანი დაშავდა და ამათგან 35 სიკვდილი დაფიქსირდა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 2016 წელს, რეკორდული მინიმუმის, 5227 შემთხვევით შემდეგ, ამჟამინდელი მდგომარეობა ტრაგედიაა. წითელა ყველაზე მეტი შემთხვევა რუმინთში (5,562), იტალიასა (5,006) და უკრაინაში (4,767) დაფიქსირდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პრობლემის უდიდესი ნაწილი გამოიწვია იმ ფაქტორმა, რომ ადამიანები თავს არიდებენ ვაქცინაციას.
ექსპერტების განცხადებით, წითელა არის ინფექციური ვირუსული დაავადება, რომელიც სასიკვდილოა.
წითელას ახასიათებს, ხველა, ყნოსვის დაქვეითება, წითელი თვალები, მაღალი ტემპერატურა და რამდენიმე დღის შემდეგ წითელი ფერის გამონაყარი მთელს სხეულზე.
2017 წელს ევროპის მასშტაბით წითელას მასშტაბური შემთხვევები დაფიქსირდა.
რუმინეთი - 5,562 შემთხვევა
იტალია - 5,006 შემთხვევა
უკრაინა - 4,767 შემთხვევა
საბერძნეთი - 967 შემთხვევა
გერმანია - 927 შემთხვევა
სერბეთი - 702 შემთხვევა
ტაჯიკეთში - 649 შემთხვევა
საფრანგეთი - 520 შემთხვევა
რუსეთის ფედერაცია - 408 შემთხვევა
ბელგია - 369 შემთხვევა
დიდი ბრიტანეთი - 282 შემთხვევა
ბულგარეთი - 167 შემთხვევა
ესპანეთი - 152 შემთხვევა
ჩეხეთი - 146 შემთხვევა
შვეიცარია - 105 შემთხვევა
რა მდგომარეობაა ამ კუთხით საქართველოში?
7 თებერვლის მდგომარეობით წითელას ვირუსის 130 შემთხვევა დაფიქსირდა. შემთხვევების 40% 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, 50 % კი 30 წელს ზემოთ პირებში ფიქსირდება. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
0