„პარლამენტის ღირსების საკითხია, რომ აფგან მუხთარლის საქმეზე შევქმნათ საგამოძიებო კომისია“ „პარლამენტის ღირსების საკითხია, რომ აფგან მუხთარლის საქმეზე შევქმნათ საგამოძიებო კომისია“ />


  14:11:52     20-02-2018

„პარლამენტის ღირსების საკითხია, რომ აფგან მუხთარლის საქმეზე შევქმნათ საგამოძიებო კომისია“

a76220.jpg

პარლამენტის ღირსების საკითხია, რომ განვახორციელოთ საპარლამენტო კონტროლი და აფგან მუხთარლის საქმეზე შევქმნათ საგამოძიებო კომისია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომელიც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეს ეხება.

„ჩვენი პარლამენტარების ვალია, რომ გამოვეხმაუროთ ასეთ მძლავრ სიგნალს საზოგადოებიდან, როდესაც ფაქტობრივად, ყველა ორგანიზაცია - მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები ძალიან სერიოზულ გზავნილს გვიგზავნიან ცალკე პარლამენტარებს და ცალკე ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, ჩვენი ვალია რომ შევხვდეთ. ჩვენ საპარლამენტო კომისიის შექმნა ჯერ კიდევ ივნისში მოვითხოვეთ. დღეს როდესაც 9 თვე გავიდა და არანაირი გამოძიება რეალურად, არ ჩატარებულა, არის პარლამენტის ღირსების საკითხი, თუ ეს ინსტიტუტი საერთოდ რაიმე როლს თამაშობს ამ ქვეყანაში, რომ განვახორციელოთ საპარლამენტო კონტროლი და შევქმნათ საგამოძიებო კომისია. ვიკამათოთ კომისიის ფარგლებში, მასალები გამოვითხოვოთ კომისიის ფარგლებში და თუ მთავრობა ამას ვერ აკეთებს, პარლამენტმა ავიღოთ პასუხისმგებლობა და გავცეთ პასუხი იმ კითხვებს, რომელიც ლახავს ჩვენი ქვეყნის ღირსებას, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას", - განაცხადა ხოშტარიამ.

მისივე თქმით, საერთაშორისო მეგობრების თანდასწრებით "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს კომისიის შექმნას.

„ჩვენ პარასკევს გვექნება ამ საკითხის განხილვა პარლამენტში. იმედს ვიტოვებ, რომ მიუხედავად პარტიული განსხვავებისა, მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნება" და პარლამენტარები მიდრეკილები არიან, რომ დაიცვან ნებისმიერ ვითარებაში მთავრობა, ამ კონკრეტულ ვითარებაში ისინი მიხვდებიან, რომ პარლამენტის ვალია ეს კომისია შექმნას და საზოგადოებას გასცეს პასუხები", - განაცხადა ხოშტარიამ.

თავის მხრივ, „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ წარმომადგენელმა გიორგი ნონეაშვილმა აღნიშნა, რომ აფგან მუხთარლის საქმეზე არის ბევრი კითხვა, აქედან გამომდინარე, აუცილებელია პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა.

„ანალიგიური მოთხოვნა გააჩნია პარლამენტის წევრებს "ევროპული საქართველოდან". დღეს ვხვდებით, რომ ძირითადი პრობლემები განვიხილოთ. მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე ყველაფერი ხელისუფლების ნებაზეა დამოკიდებულია. მთავარია ის მიხვდეს პრობლემის სიმძაფრეს, რამხელა საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა. აფგან მუხთარლი თბილისის ცენტრიდან მოიტაცეს და ჩნდება ბევრი კითხვა, არსებობს ვარაუდი, რომ ამაში ჩარეულები იყვნენ ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები, რაც არის პრობლემა და ამ კითხვებს აუცილებლად უნდა უპასუხოს სახელმწიფომ", - განაცხადა ნონეაშვილმა. 0

ავტორი: