13:38:33     20-02-2018
"რუსული პროპაგანდა წარმოაჩენს ისე, თითქოს ქართველები რამე სირთულეს ქმნიან ევროპისთვის"

რუსული პროპაგანდა წარმოაჩენს ისე, თითქოს ქართველები რამე სირთულეს ქმნიან ევროპისთვის, - ამ თემაზე საქართველოს პრეზიდენტმა თელავში, სტუდენტებთან შეხვედრისას ისაუბრა.
"ყველა სახელმწიფოში, ყველა ერში არიან კრიმინალები. სახელმწიფოები განსხვავდებიან, რამდენად ორგანიზებულად აღკვეთენ დანაშაულს. ამ მიმართულებით ჩვენი პოლიციის ატაშეები აქტიურდ მუშაობენ.
დღეს ყველგან ვაშინგტონში თუ ევროპის დედაქალაქებში რუსულ პროპაგანდაზე ეფექტურად საუბრობენ. მიზანმიმართულად ახორციელებენ ამ საკითხის პედალირებას, მათ მიზანს წარმოადგენს მოკავშირეთა შორის დაბნეულობისა და ერთმანეთზე ნეგატიური იმიჯის შექმნა. სწორედ რუსეთის პროპაგანდის შედეგია, რომ საუბრობენ ევროპა ქართველობას წაგვართმევს.
პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ რუგულაციები და კრიმინალი აღკვეთილი უნდა იყოს.
ქართველების წარმატება, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობა, მძიმედ აღიქმება რუსი პოლიტიკოსების მიერ. აკეთებენ ისე, რომ წარმოჩნდეს, თითქოს ქართველები რამე სირთულეს ქმნიან. მე ვხედავ, რომ საქართველო ამ საკითხთან მიმართებაში გახსნილია. უნდა ვიმუშაოთ ჩვენი მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებაზე“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
0