"მარტო რუსეთი არაა ქვეყნის საფრთხე, საფრთხეა თურქეთიც და ირანიც" "მარტო რუსეთი არაა ქვეყნის საფრთხე, საფრთხეა თურქეთიც და ირანიც" /> "/> " />


  13:20:47     20-02-2018

"მარტო რუსეთი არაა ქვეყნის საფრთხე, საფრთხეა თურქეთიც და ირანიც"

a76216.jpg

მარტო რუსეთი არაა ქვეყნის საფრთხე. თურქეთი არაა საფრთხე? ირანი არაა საფრთხე? - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა პარლამენტში დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიის 33% თურქეთს აქვს ოკუპირებული.

"უწყებას [დაზვერვის სამსახურს] სჭირდება ადეკვატური დაფინანსება, რადგან მისი საქმიანობა მთელ რიგ ინფრასტრუქტურასთან არის დაკავშირებული. მარტო რუსეთი არაა ქვეყნის საფრთხე. თურქეთი არაა საფრთხე? ირანი არაა საფრთხე? საქართველოს ისეთი გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს, რომ საფრთხე არაერთი ქვეყნიდან მოდის. საქართველოს ტერიტორიის 33% თურქეთს აქვს ოკუპირებული. თურქეთი აჭარის რეგიონში უკიდურესად სახიფათო პოლიტიკას ახორციელებს. ოკუპანტი თურქეთიცაა და რუსეთიც”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

0

ავტორი: