11:36:13     20-02-2018
იპოთეკური სესხები –გახადე ოცნება რეალური

გაქვთ სტაბილური, ყოველთვიური შემოსავალი? თუმცა მაინც ვერ ახერხებთ თანხის შეგროვებას და უძრავი ქონების შეძენას? – მაშინ ეს მომსახურება სწორედ თქვენთვისაა. სურვილების ასრულება დღეს უკვე შესაძლებელია. იპოთეკური სესხების მიღება კრედი 24-ის დახმარებით მარტივია, არ მოითხოვს დიდ დროსა და ენერგიას.
სანამ იპოთეკური სესხის აღებას გადაწყვეტთ, მნიშვნელოვანია გაეცნოთ თუ რას გულისხმობს ეს მომსახურება და ასევე კარგად განსაზღვროთ ის რისკები, რომლის წინაშეც შესაძლოა აღმოჩნდეთ.
იპოთეკური სესხი არის უძრავი ქონების უზრუნველყოფილი გრძელვადიანი მიზნობრივი კრედიტი, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ შეიძინოთ ან გაარემონტოთ უძრავი ქონება. სესხის პირობები ინდივიდუალურია და დამოკიდებულია მომხმარებლის შემოსავალზე, მის საკრედიტო ისტორიაზე და შესაძენი ქონების ღირებულებაზე. იპოთეკური სესხები გაიცემა როგორც ბანკებში ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში. საპროცენტო განაკვეთიც განსხვავებულია და ეს იმ ორგანიზაციაზეა დამოკიდებული, სადაც სესხის აღებას გადაწყვეტთ. საშუალოდ, საპროცენტო განაკვეთი 8 %–დან იწყება, ხოლო სესხის დაფარვის მაქსიმალური ვადა 180 თვე, ანუ 15 წელია. რაც შეეხება გრაფიკი და საპროცენტო გაანკვეთს ეს დამოკიდებულია:
· კრედიტის მოცულობაზე;
· მსესხებლის შემოსავალზე;
· შემოსავლის სტაბილურობაზე;
იპოთეკური სესხით სარგებლობამდე, აუცილებელია წინდახედულება გამოიჩინოთ და განსაზღვროთ დამატებითი ხარჯები, რომელიც ამ პროცედურებს ახლავს თან.
· სესხის გასაცემად აუცილებელია საკომისიოს გადახდა. (ეს მომსახურებაც ინდივიდუალურია და ყველა ბაკს თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას განსხვავებული ტარიფით აქვს)
· პროცესისდამოწმება ნოტარიულადაც მოგიწევთ, ამიტომ უნდა იფიქროთ რომ დაგჭირდებათ ნოტარიუსთან პროცედურული ხარჯები.
· მნიშვნელოვანია რომ დაზღვევითაც ისარგებლოთ და დააზღვიოთ არამარტო უძრავი ქონება არამედ თქვენი, ანუ მესესხებლის სიცოცხლე;
· უნდა განსაზღვროთ საპოცენტო განაკვეთი;
· თუკი თქვენ გაგიმართლათ და სესხის წინასწარი დაფარვა შეძელით, მაშინ აუცილებლად უნდა იფიქროთ რომ პირგასამტეხლოს 2% გადახდა აუცილებლად მოგიწვეთ.
უნდა გაითვალისწინოთ რომ შესაძლოა მოვლენები ისე არ განვითარდეს როგორც თქვენ ელოდით, ამიტომ თუკი თქვენ ვერ შეასრულებთ სასესხო ვალდებულებას მაშინ ბანკს, ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციას უფლება აქვს მოახდინოს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია. ამიტომ სანამ იპოთეკური სესხისათვის განკუთვნილი სპეციალური ბლანკის შევსებას დაიწყებთ დაფიქრდით, გექნებათ თუ არა მინიმუმ 5 წლის განმავლობაში სტაბილური შემოსავალი, თუ თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუარესდება შეძლებენ თუ არა თქვენი ოჯახის წევრები თქვენს დახმარებას, განსაზღვრეთ ყოველთვიური ხარჯები, ასევე გაითვალისწინეთ ის ხარჯებიც რომელიც შესაძლოა მოულოდნელად დაგატყდეთ თავს.
თუკი თქვენ ყველა რისკი სათნადოთ შეაფასეთ, თუკი თქვენ აიღეთ იპოთეკური სესხი სასურველ საპოცენტო განაკვეთში, თუკი დამატებით ხარჯებსაც მარტივად გაუმკლავდით გილოცავთ! თქვენ გახდით დიდი ინვესტიციის მფლობელი, რომელიც მომავალში შესაძლოა თქვენთვის დიდ შემოსავლის წყაროდ, ან უბრალოდ ოჯახის სიმყუდროვედ იქცეს.
თუ ზემოთ ჩამოთვლილმა პროცედურებმა დაგაბნიათ არც მაგაზე უნდა ინერვიულოთ. Credy 24 დაგეხმარებათ იპოთეკური სესხის მიღებაში, თქვენ შეგიძლიათ ერთ სივრცეში შეარჩიოთ სხვადასხვა ტიპის სესხი, ონალინ რეჟიმში შეავსოთ განაცხადი და მიიღოთ თანხა დაფიქრდით, სწორად განსაზღვრეთ თქვენი შესაძლებლობები, თუმცა ნურასოდეს იტყვით უარს ოცნებების ასრულებაზე. გამოიყენე იპოთეკური სესხი,როგორც შანსი და გახადე შენი ოცნება რეალური!
0