10:48:31     20-02-2018
პარლამენტში სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლებს მოუსმენენ

დღეს, საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლებს მოუსმენენ.
დაგეგმილია პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების, საგარეო ურთიერთობათა და დიასპორის საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა, რომელიც მედიისთვის დახურული იქნება.
როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის მიერ გაიმართება საინფორმაციო ბრიფინგი და კოლეგებს შეხვედრაში მონაწილეობის მიღება სთხოვა.
0