მუსტაფა ემრე ჩაბუქი: დღეს მე თავისუფალი ვარ და აღარ უნდა მოხდეს ჩემი ექსტრადირება მუსტაფა ემრე ჩაბუქი: დღეს მე თავისუფალი ვარ და აღარ უნდა მოხდეს ჩემი ექსტრადირება />


  18:35:12     19-02-2018

მუსტაფა ემრე ჩაბუქი: დღეს მე თავისუფალი ვარ და აღარ უნდა მოხდეს ჩემი ექსტრადირება

a76189.jpg

„თურმე მე გახლავართ ტერორისტული ორგანიზაციის წევრი, ეს რა თქმა უნდა, აბსურდია,“ - ეს განცხადება დემირელის კოლეჯის ყოფილმა დირექტორმა, მუსტაფა ემრე ჩაბუქმა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ „კურიერთან“ გააკეთა.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი უარყოფს ყველანაირ კავშირს ტერორისტულ ორგანიზაციასთან და ასევე, აღნიშნავს, რომ საერთოდ არ იცნობს ფეთჰულა გიულენს.

„ჩემი ცხოვრების განმავლობაში არასდროს არ მქონია რომელიმე ტერორისტულ ორგანიზაციასთან შეხება. რაც შეეხება, ფეთჰულა გიულენს, მას პირადად არ ვიცნობ და მასთან არასდროს არ მქონია კომუნიკაცია. ჩვენს სკოლებთან მას არც ფინანსური და არც სხვა რაიმე კავშირი არ აქვს და ეს გამორიცხულია, რადგან ეს არის ქართული საგანმანათლებლო დაწესებულებები,“ - განაცხადა ჩაბუქმა.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი აღნიშნავს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ არ მიანიჭა საქართველომ მას დევნილის სტატუსი.

„ბევრ შეკითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ, მაგალითად, იმაზე, თუ რატომ არ მომცა საქართველომ დევნილის სტატუსი. ბევრი საუბარი მესმის ამ დრომდე იმაზე, რომ თურქეთიდან არის წნეხი. როდესაც ჩემს საქმეს შევხედე თავისუფლად ვთქვი, რომ პოლიტიკურად ვიდევნები, არადა, უბრალო მასწავლებელი ვარ, რომელიც თავის საქმეს აკეთებს. ასე, გამოდის, რომ საქართველომ ანკარას თხოვნა შეუსრულა. დღეს მე თავისუფალი ვარ და აღარ უნდა მოხდეს ჩემი ექსტრადირება,“ - განაცხადა მუსტაფა ემრე ჩაბუქმა. 

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი წინასაექსტრადიციო პატიმრობისგან 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მას თურქული მხარე ფეთჰულა გიულენთან და ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირს ედავება. 0

ავტორი: