15:24:04     19-02-2018
მკვლელობა თბილისში - რა მოხდა "მუხიანის აგარაკებზე"?
ე.წ. მუხიანის აგარაკებზე, 60 წლამდე მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
„პრესა.ჯი“ დეტალური ინფორმაციის მოსაპოვებლად, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა.
მათი ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. გარკვეულია სხვა დამატებითი დეტელებიც, რომლესაც ისინი რამდენიმე წუთში გაავრცელებენ.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 18 თებერვალს თბილისში, ლერი ლაგურაშვილის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობს - 1960 წელს დაბადებულ გ.ჩ.-ს ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
ამის შემდეგ ზ.გ.-მ სახლიდან საყოფაცხოვრებო ტექნიკა მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება განზრახ მკვლელობის და ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 108-ე და 177-ე მუხლებით", - აცხადებენ შსს-ში.
0