ტვ პირველის საქმეს კვირიკაშვილი ხელმძღვანელობდა - მედია-ცენზორები მინისტრთა კაბინეტში ტვ პირველის საქმეს კვირიკაშვილი ხელმძღვანელობდა - მედია-ცენზორები მინისტრთა კაბინეტში />


  14:25:56     19-02-2018

ტვ პირველის საქმეს კვირიკაშვილი ხელმძღვანელობდა - მედია-ცენზორები მინისტრთა კაბინეტში

a76179.jpg

მიუხედავად იმისა რომ ტვ პირველის ჟურნალისტები ამ დრომდე მალავენ მათზე განხორციელებული ზეწოლის მცდელობის დეტალებს, საზოგადოება და პოლიტიკური პარტიები უკვე ხმამაღლა საუბრობენ იმ მოსალოდნელ მარწუხზე, რომლის მსხვერპლიც შესაძლოა, მორიგი ტელეკომპანია გახდეს. 

კერძოდ, დახურულ შეხვედრაზე ტვ პირველის წარმომადგენლებმა განაცხადეს რომ ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შეზღუდვა-კორექტირებას ორი ვიცე პრემიერი: ჯეჯელავა და ქუმსიშვილი ცდილობდა. 

მოგვიანებით, ტვ პირველის წარმომადგენლებმა ასევე „პრივატულად“ აღნიშნეს რომ „ყველაფერი მოგვარდა და ძველებურად დარჩა“. 

[I=3]სამწუხაროა რომ ჯერ კიდევ ნორჩმა ტელეკომპანიამ საზოგადოება არ ჩააყენა საქმის კურსში, ხოლო მისმა დირექტორმა, ვახტანგ წერეთელმა მაყურებლისათვის სიმართლის თქმას დუმილი არჩია. დუმილი, რომელმაც შესაძლოა, კიდევ ერთი მედია იმსხვერპლოს.

ტვ პირველზე განხორციელებული სახელისუფლებო წნეხის შესახებ ხმამაღლა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დირექტორი, ნიკა გვარამია ალაპარაკდა. 

არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე მან ტვ პირველის წარმომადგენლები ღიად დაადანაშაულა ინფორმაციის დამალვაში და მოუწოდა რომ „საჯაროდ ეთქვათ სიმართლე“. 

ტვ პირველის ჟურნალისტების: ვახო სანაიასა და ნინო ჟიჟილაშვილის აზრით კი, მათ არც არაფერი აქვთ დასამალი, ხოლო არხის სარედაქციო პოლიტიკას საფრთხე აღარ ემუქრება. 

რა ხდებოდა ტელეკომპანიაში? 

ქუმსიშვილი-ჯეჯელავას დუეტმა, ვახტანგ წერეთელს წილის გასხვისება შესთავაზა. ტვ პირველს სერიოზული ფინანსური პრობლემები ჰქონდა. საფრთხის წინაშე იყო სტაბილურობის საკითხი. ამიტომ, ხელისუფლებამ წერეთელს უთხრა რომ გაესხვისებინა წილი და შეეცვალა სარედაქციო პოლიტიკა. 

„ვფიქრობთ რა მოგიხერხოთ“, - გავრცელებული ინფორმაციით, ასე მიმართა წერეთელს ყოფილმა ვიცე-პრემიერმა ჯეჯელავამ. 

[I=2]ჯეჯელავა, საუკეთესო მაგალითია იმისა თუ როგორ რყვნის ძალაუფლება თუნდაც უწყინარ ორატორსა და ლექტორს. 

მას შემდეგ, რაც ბატონი ჯეჯელავა მინისტრთა კაბინეტის წევრი გახდა, ძალიან მალე ტრანსფორმირდა ჩვეულებრივ ცენზორად, რომელიც თავისი მავნებლური განცხადებებით (მუხტარლის საქმე) ხშირად აზიანებდა როგორც საკუთრივ ხელისუფლებას, ისე ჩვენი ქვეყნის რეპუტაციასაც. 

დიმიტრი ქუმსიშვილი კი, რომელმაც საზოგადოებას თავი უცნაური გამოსვლით დაამახსოვრა, ბოლო მომენტამდე ცდილობდა წერეთლის ოჯახური ბიზნესის შევიწროვებით, ტვ პირველისათვის ლაგამის ამოდებას. 

თუმცა, ცენზურის მცდელობის გახმაურების შემდეგ, ქუმსიშვილმა უკან დაიხია და  ჟურნალისტებს დაემალა. ვიცე-პრემიერი ახლა იმაზე ფიქრობს, თუ როგორ გამოძვრეს სკანდალიდან, რომელმაც მისი დავარცხნილი კარიერა, შესაძლოა, სრულად შეიწიროს. 

[I=4]„პრესა.ჯი“ ქუმსიშვილის თანაშემწეს, გიორგი კალანდაძეს დაუკავშირდა კითხვით იმის შესახებ, თუ რა პასუხი აქვს მინისტრს ბრალდებაზე, რომელიც ვიცე-პრემიერის მხრიდან ტვ პირველზე განხორციელებულ ზეწოლას უკავშირდება.

კალანდაძემ დრო ითხოვა და გვითხრა რომ როგორც კი მოიცლიდა, აუცილებლად მოგვწერდა, დაახლოებით 10 წუთში, მაგრამ როგორც ჩანს, იმდენად მოუცლელი აღმოჩნდა რომ კვლავ შევეხმიანეთ ერთი საათის შემდეგ. 

თუმცა, ამჯერადაც წარუმატებლად. ბატონი ქუმსიშვილი კომენტარზე კვლავ ვერ ჩამოყალიბდა...

რაც შეეხება პრემიერ კვირიკაშვილს, რომლის თანხმობითაც იგეგმებოდა ტვ პირველისათვის „ჭკუის სწავლება“, ის, როგორც ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის დროს, ახლაც „გასულია მომსახურების არედან“ და საზოგადოების წინაშე გამოჩენას თავს არიდებს. 
0

ავტორი: