11:59:36     19-02-2018
აშშ რუსეთს დამატებით სანქციებს დაუწესებს
ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას გეგმავს. განცხადება ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა გააკეთა.
რექს ტილერსონის განმარტებით, შეერთებულმა შტატებმა უკვე გადადგა ნაბიჯები, რომლებმაც კანონის შესაბამისად, რუსეთის სამხედრო წარმოებას შეფერხებები შეუქმნა.
მისივე თქმით, უახლოეს მომავალში ე. წ შავ სიას, რუსეთის რამდენიმე ბიზნეს და პოლიტიკური ელიტის წარმომადგენელი დაემატება. ვაშინგტონში ამ საკითხის განხილვა უკვე მიმდინარეობს.
0