გურჯაანში ურთიერთშელაპარაკება მკვლელობით დასრულდა გურჯაანში ურთიერთშელაპარაკება მკვლელობით დასრულდა />


  00:28:48     18-02-2018

გურჯაანში ურთიერთშელაპარაკება მკვლელობით დასრულდა

a76137.jpg

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითთან მდებარე მეცხოველეობის ფერმაში ურთიერთშელაპარაკება მკვლელობით დასრულდა . 

ფერმის ტერიტორიაზე მყოფ აზერბაიჯანელ მოქალაქეს საკუთარმა ნათესავმა სანადირო თოფიდან მუცლის არეში ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი მომხდარიდან რამდენიმე საათში კაზლარში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წალმდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0

ავტორი: