11:59:32     16-02-2018
თბილისში "მეგატექნიკის" მაღაზია გაქურდეს
თბილისში მეგატექნიკის მაღაზია გაქურდეს. მაღაზიის ხელმძღვანელების ინფორმაციით, ზარალი 20 ათას ლარს აჭარბებს. მაღაზიიდან წაღებულია 30 მობილური ტელეფონი. კომპიუტერული ტექნიკა და 5 ათასი ლარი. ისინი ვარაუდობენ, რომ დანაშაული არასრულწლოვნებმა ჩაიდინეს.
დღესვე გავრცელდა სათვალთავლო კამერით დაფიქსირებული კადრები, სადაც ჩანს, როგორ შედიან სავარაუდოდ არასრულწლოვნები მაღაზიის გასაქურდად.
მაღაზიის თანამშრომლების თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის.
0