ბათუმში 40 წლის მამაკაცი დაჭრეს ბათუმში 40 წლის მამაკაცი დაჭრეს />


  18:23:44     15-02-2018

ბათუმში 40 წლის მამაკაცი დაჭრეს

a76100.jpg

ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე 40 წლის მამაკაცი დაჭრეს. დაშავებული სასწრაფი სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. 

ექიმების ინფორმაციით, დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მათი თქმით, მამაკაცს საჯდომის არეში ჭრილობა აქვს მიყენებული. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას "სისხლის სამართლის კოდექსის" 118-ე მუხლით აწარმოებს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ინციდენტის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

0

ავტორი: