16:03:22     15-02-2018
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2019 წლის პირველი იანვრიდან შეიქმნება

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2019 წლის პირველი იანვრიდან შეიქმნება.
ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი მთავრობის სხდომაზე ერთხმად დამტკიცდა.
იუსტიციის მინისტრი განმარტავს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არ იქნება დევნის ორგანო და ეს ფუნქცია რჩება პროკურატურას.
0