16:01:28     15-02-2018
ოპოზიცია: ხელისუფლებას არ აქვს პოლიტიკური ნება, რომ გახმაურებული საქმეები გამოიძიოს

"ხელისუფლებას არ აქვს პოლიტიკური ნება, რომ გახმაურებული საქმეები გამოიძიოს". - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ოპოზიცია მთავრობის ინიციატივას, რომელიც ეხება სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო გადაცდომების გამოძიებასთან დაკავშირებით ახალი ინსტიტუტის შექმნას.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტებზე საუბრობენ, მათ შორის, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანისა და აფგან მუხთარლის საქმეები.
საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მორიგი ბიუროკრატიული ინსტიტუტი იქნება.
"ეს დარჩება უშინაარსო, ბიუროკრატიულ ახალ წარმონაქმნად, რომელიც ალბათ, ასევე, გაზრდის საბიუჯეტო ხარჯებსაც ჩვენი სახელმწიფოს,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ ერთერთი ლიდერის, ოთარ კახიძის განმარტებით, ეს მექანიზმი ხელისუფლებამ მოვალეობის მოხდის მიზნით შემოიღო.
„რატომ გვთავაზობენ ამ მოდელს, ჩემთვის არის გაუგებარი, ასევე, რატომ არის დავიწროებული გამოსაძიებელ დანაშაულთა წრე შემოთავაზებულ ვარიანტში, ესეც ჩემთვის გაუგებარია, რეალურად პოლიტიკური ნება, რამის გამოძიება სურდეთ, ამას არ შვებიან,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.
0