11:57:15     15-02-2018
აჭარული ხაჭაპური მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში კიდე ერთხელ მოექცა
გამოცემა atlasobscura-მ აჭარულ ხაჭაპურს შემდეგი სტატია მიუძღვნა.
გთავაზობთ თარგმანს.
„საქართველოში ხაჭაპური ქალაქებს შორის მემკვიდრეობით ღირებულებებს აღნიშნავს.
ქართველები ხაჭაპურს მთელი ქვეყნის მასშტაბით ქმნიან. ყველის პური იმდენად პოპულარულია ქვეყანაში, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომისტები მას ინფლაციისა და ქალაქის ცხოვრების ხარჯების განსასაზღვრად იყენებენ. ხაჭაპური დეტალების მიხედვით, სხვადასხვა რეგიონში განსხვავებულია.
ეს შეიძლება იყოს მრგვალი, კვადრატული, ზოგიერთი შეიცავს მწვანილს, მოხარშულ კარტოფილის, ზოგი კი კვერცხით არის სავსე. მას შეხვევის შემდეგ ღუმელში აცხობენ.
შავი ზღვის სანაპიროზე, აჭარის რეგიონში აჭარული ხაჭაპური მზადდება.
ისინი პურში სულხუნს ან ძროხის ყველს დებენ. აჭარულ ხაჭაპურს ნავის ფორმა აქვს. კვერცხი წარმოადგენს მზეს და ყველი არის ზღვა“-წერია სტატიაში.
0