16:52:54     14-02-2018
"ივანიშვილის კომფორტის ზონაა რომ ოპოზიცია ერქვას ბოკერიას, თარგამაძეს, მაჭავარიანს, გოგორიშვილს"...

მიხეილ სააკაშვილი „ევროპულ საქართველოს“ ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაში ადანაშაულებს.
„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები, გიგა ბოკერია და გიგი უგულავა კი, მათივე ყოფილ ლიდერსა და საქართველოს მესამე პრეზიდენტს მწვავედ აკრიტიკებს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი „პრესა.ჯი“-ს სააკაშვილის განცხადებებსა და „ევროპული საქართველოს“ იმ ლიდერებზე ესაუბრა, რომლებიც მისი თქმით, ივანიშვილს გაურიგდნენ.
- მიხეილ სააკაშვილი „ევროპულ საქართველოს“ ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაში ადანაშაულებს, თქვენი პოზიცია როგორია ამ საკითხზე?
- როდესაც „ევროპული საქართველოს“ ლიდერები „ნაციონალურ მოძრაობაში“ იყვნენ, მაშინაც თვალსაჩინო იყო ის გარიგება, რაც ბოკერიებს, თარგამაძეებს, გოგორიშვილებს, მაჭვარიანებსა და ივანიშვილს შორის იყო.
„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები (ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი), რომლებმაც ხმა ამ პარტიას მისცეს და არა ბოკერიას, თარგამაძესა და მაჭავარიანს, დარჩნენ მოტყუებულები.
მათ, ფაქტობრივად, 21 მანდატი მოპარეს „ნაციონალურ მოძრაობას“.
ჩემი სუბიექტური აზრით, ფაქტია რომ მათი პოლიტიკური მომავალი ბიძინა ივანიშვილის ფიქრებს და აზრებს ემთხვევა.
ძალიან სწორი იყო, რომ სააკაშვილმა როგორც იქნა, ღიად ისაუბრა და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა. საუბარია „ევროპული საქართველოს“ რამდენიმე ლიდერზე...
- ოპოზიციური პარტიები საპრეზიდენტო არჩვნებისთვის უნდა გაერთიანდნენ, ხომ არ ფიქრობთ, რომ „ევროპული საქართველოს“ წევრები კვლავ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნდებიან?
- დაიშლება თუ არა, პარტია „ევროპული საქართველო“ ამის წინასწარ ვარაუდი არ შემიძლია.
ჩემი აზრით, ამოცანა არ არის მხოლოდ არჩვენებისთვის გაერთიანება, მნიშვნელოვანია საერთო ოპოზიციური სტრატეგიის შემუშავება, იმისათვის თუ როგორ ჩამოვაშოროთ საქართველოს, ოლიგარქი ივანიშვილი.
თუმცა, ეს არ უნდა იყოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან რომელიმე პოლიტიკური ლედერის ირგვლივ გაერთიანება. უნდა მოხდეს იდეის გარშემო გაერთიანება, ეს იდეა კი საქართველოს თავისუფალი, დემოკრატიული მომავალია.
ოლიგარქ ივანიშვილის კომფორტის ზონაა რომ ოპოზიცია ერქვას ბოკერიას, თარგამაძეს, მაჭავარიანს, გოგორიშვილს...
- რას გულისხმობთ?
- ისინი პოლიტიკურად გაკოტრებულები არიან. მათ არ შეუძლიათ რელურად, საზოგადოებაში მოახდინონ ძალების კონსოლიდირება და რაიმე სახის პოზიტივზე ისაუბრონ.
ვერავინ გაიხსენებს ამ ადამიანების მიერ ხელისუფლებაში ყოფნის დროს გატარებულ რეფორმებს.
რელური რეფორმატორები და საქმის მკეთებელი ხალხის ნაწილი, დღეს, სამწუხაროდ, ან პოლიტიკური დევნილია, ან ციხეში ზის.
0