ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძის გახმაურებულ საქმეზე სასამართლო პროცესი 15 თებერვალს გაიმართება ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძის გახმაურებულ საქმეზე სასამართლო პროცესი 15 თებერვალს გაიმართება />


  16:52:57     14-02-2018

ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძის გახმაურებულ საქმეზე სასამართლო პროცესი 15 თებერვალს გაიმართება

a76038.jpg

15 თებერვალს, 16:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება „ელიტ ელექტრონიქსის“ დამფუძნებლის, ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძის გახმაურებულ საქმეზე სასამართლო პროცესი. 

სასამართლოში დასრულდა წერილობით მტიცებულებათა გამოკვლევა და სასამართლომ დაიწყო ბრალდების მოწმეთა დაკითხვა.ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძეს სააკაშვილის ხელისუფლებამ 2011 წლის 13 დეკემებრს ბრალი წარუდგინა - სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქ/პ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქ/პ და სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქ/პ -ით."

წერილობითი მტიცებულებათა გამოკვლევით კიდევ ერთხელ აშკარად გამოვლინდა, რომ წარდგენილი ბრალდება იყო აბსოლუტურად უსაფუძვლო, სააკაშვილის ხელისუფლების მხრიდან და მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურებიოდა, სააკაშვილ, კეზერაშვილ ხაზარაძის ერთობლივი სქემით „ელიტ ელექტრონიქსის“ წართმევას და მიმართული იყო ჩემს დასაპატიმრებლად და გასაჩუმებლად. 

დარწმუნებული ვარ, ჩემს მიმართ წარდგენილ უსაფუძვლო ბრალდებებში პროკურატურაც და სასამართლოც დარწმუნდება და გამამართლებელი განაჩენი დადაგება ჩემს მიმართ . კიდევ ერთხელ დარწნმუნდება სასამართლო , პროკურატურა და საზოგადოება, რომ ჩემს წინააღმდეგ მოქმედებდა სააკაშვილ , კეზერაშვილ ხაზარაძის დანაშაულებრივ სქემა", - აცხადებს ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე. 0

ავტორი: