14:33:03     14-02-2018
ირაკლი კობახიძე: პარლამენტი მზად არის ნებისმიერ დროს მოუსმინოს პრეზიდენტს

საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში ანგარიშით გამოსვლის თარიღთან დაკავშირებით შეთავაზებას პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან ელოდება.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხზე კონსულტაციები ჯერჯერობით არ ყოფილა.
„პარლამენტის რეგლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის ფიქსირებული თარიღი არ არის. შესაბამისად, ველოდებით შემოთავაზებას პრეზიდენტის მხრიდან. მზად ვართ, ნებისმიერი თარიღი დავნიშნოთ. ეს პრეზიდენტის მოხსენებაა და ინიციატივა პრეზიდენტის მხარეს უნდა იყოს. პრეზიდენტის მოხსენებაა და ინიციატივა პრეზიდენტის მხარეს უნდა იყოს. პარლამენტი მზად არის ნებისმიერ დროს მოუსმინოს პრეზიდენტს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0