მიხეილ სააკაშვილი "ევროპულ საქართველოზე:" ქურდს ქუდი ეწვისო, სწორედ მათზეა ნათქვამი მიხეილ სააკაშვილი "ევროპულ საქართველოზე:" ქურდს ქუდი ეწვისო, სწორედ მათზეა ნათქვამი /> "/> " />


  10:46:48     14-02-2018

მიხეილ სააკაშვილი "ევროპულ საქართველოზე:" ქურდს ქუდი ეწვისო, სწორედ მათზეა ნათქვამი

a76013.jpg

"ის ხალხი, ვინც ხმა ამოიღო, ქურდს ქუდი ეწვისო, სწორედ მათზეა ნათქვამი," - ასე აფასებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ”ევროპული საქართველოს” წევრების განცხადებებს მის ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც ოპოზიციური პარტიები საპრეზიდენტო არჩევნებისთვის უნდა გაერთიანდნენ.

მიხეილ  სააკაშვილი ”ევროპულ საქართველოს” ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაში ადანაშაულებს.

”რაც შეეხება ”ევროპულ საქართველოს”, ის ხალხი ვინც ხმა ამოიღო, ქურდს ქუდი ეწვისო, სწორედ მათზეა ნათქვამი. თავის თავი დაწვეს... რანაირად მოხდა, რომ მას შემდეგ, რაც ჩემი ლანძღვა დაიწყეს, საქართველოში მშვენივრად დააბრუნეს თბილისის ვიცე მერი, რომელიც გაქცეული იყო, ერთ-ერთი ლიდერის ოჯახის წევრი მშვენივრად დააბრუნეს საქართველოში და ძალიან მაგრად აკეთებს ბიზნესს, ამ პატარა ჯგუფს უცებ გაუჩნდა ფული. რანაირად ხდება ეს ყველაფერი, თუ ამაში ივანიშვილი არ არის ჩარეული? ივანიშვილის გარეშე ასეთი რამეები არ კეთდება. რანაირად ხდება, როდესაც ყველა დანარჩენს დევნიან, ამათ კი შეექმნათ სასათბურე პირობები. პატარა ქვეყანაა საქართველო და ყველა ყველაფერს ხედავს. ეჭვს არ იწვევს, ისინი რა საქმეებში არიან გარეული”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებებს, რომ უნდა მოხდეს გაერთიანება, თუმცა არა სააკაშვილის გარშემო, ყოფილი პრეზიდენტის შეფასებით, ივანიშვილის შეკვეთა სწორედ არის ყველა მინუს ერთი, რადგან ივანიშვილს ეშინია მისი. 0

ავტორი: